logo_geo
eng_logo
თურქეთში მომხდარ ტერაქტებს მსოფლიოს ლიდერი ქვეყნები და ორგანიზაციების ხელმძღვანელები გმობენ
- +

11 დეკემბერი. 2016. 14:52




სტამბოლში მომხდარ აფეთქებას მსოფლიო ლიდერი ორგანიზაციები და მათი ხელმძღვანელები გამოეხმაურნენ.


ტერაქტის განხორციელების ფაქტი თეთრ სახლში უმკაცრესად დაგმეს და მოსახლეობას სოლიდარობა გამოუცხადეს.


„ჩვენი ფიქრი ახლა ამ შემთხვევის მსხვერპლი ადამიანების, მათი ახლობლებისა და ოჯახების წევრების, ასევე მთლიანად თურქეთის მოსახლეობის ირგვლივ ტრიალებს. თურქეთის, NATO-ს წევრი ქვეყნის გვერდით ვდგავართ, ყველა იმ ტერორისტის წინააღმდეგ, რომლებიც ამ ქვეყანას, ამერიკის შეერთებულ შტატებს, გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.


აფეთქებას ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულციც გამოეხმაურა, რომელმაც მოსახლეობასა და მსხვერპლთა ოჯახის წევრებს სოლიდარობა გამოუცხადა.


განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც გააკეთა. მან სტამბულზე თავდასხმა დაგმო.


„ჩვენ ტერორიზმის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთგულნი ვრჩებით", -განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.


ევროკომისარმა ფედერიკა მოგერინმა მოსახლეობას სოლიდარობა გამოუცხადა.


ასევე, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო მზად არის თურქეთთან ერთად იბრძოლოს ტერორიზმის დასამარცხებლად.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner