logo_geo
eng_logo
ილია მეორე: მოგიწოდებთ ყველას, რომ ნერგების გამოყვანა შეისწავლოთ
- +

11 დეკემბერი. 2016. 14:53


 


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორე დღევანდელ ქადაგებაზე მრევლს მოუწოდა, რომ ნერგების გამოყვანა შეისწავლონ.


ადამიანი ურთულესი ქმნილებაა ღვთის. ადამიანი არის ხატება ღვთის. ბევრ საკითხს ადამიანის გონება წვდება, მაგრამ არის ისეთი საკითხები, რომელსაც ვერ წვდება. მაგალითად, რა არის სიცოცხლე. მაგალითად, ავიღოთ მცენარე. შესაძლოა, ადამიანმა შექმნას მსგავსი თესლი, თუმცა ის თესლი იქნება მკვდარი, არავითარი სიცოცხლე მასში არ იქნება, თუმცა თუ ღვთისგან ჩადებელი სიცოცხლეა მასში, იზრდება და მრავლდება. მცენარეები, რომლებიც შეაქვთ სახლში, ტაძრებში, თუ მოჭრილია, ის მომაკვდავია. თუ სიცოცხლეა მასში, თუ ფესვის სისტემაა მასში, ის ცოცხალია და სიცოცხლე შეაქვს ადამიანის საცხოვრებელში. 10 წლის წინ გაიხსნა გამწვანების კოლეჯი საქართველოს საპატრიარქოში, სამების ტერიტორიაზე, რომელსაც ხელმძღვანელობენ ზურაბ შევარდნაძე და დედა თეკლე. ამ 10 წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა და მინდა დავლოცო მათი შემოქმედება. მოგიწოდებთ ყველას, რომ ნერგების გამოყვანა შეისწავლოთ.

ჩვენ ბედნიერი და მდიდარი ვართ იმით, რომ მრავალი მცენარე გვაქვს. ამით სარგებლობენ უცხოეთის ქვეყნები, რომლებსაც მიაქვთ თესლი საქართველოდან და ვრცელდება მსოფლიოში. მაგალითად, სოჭის ხე, რომლითაც მდიდარია რაჭა - საქართველოდან გააქვთ მისი თესი და შემდეგ იზრდება სხვადასხვა ქვეყანაში. განსაკუთრებით გამოირჩევა დანია", - აღნიშნა პატრიარქმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner