ნიგერიის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ უიოში სამლოცველოს ჭერის ჩამონგრევის შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ნანგრევების გასუფთავება ამ დრომდე მიმდინარეობს, ამიტომ ხელისუფლების წამომადგენლები მსხვერპლის გაზრდას არ გამორიცხავენ.
ეკლესიაში ასობით ადამიანი მღვდელადკურთხევის ცერემონიაზე დასასწრებად იყო შეკრებილი. მრევლს შორის აკვა-იბომის შტატის გუბერნატორი უდომ ემანუელიც იმყოფებოდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ეკლესიის მშენებლობა ცოტა ხნის წინ დასრულდა, მშენებლები ჩქარობდნენ, რათა ეკლესია ცერემონიის ჩატარების თარიღისთვის მოესწროთ.