logo_geo
eng_logo
ნიგერიაში ეკლესიის ჩამონგრევის შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
- +

11 დეკემბერი. 2016. 14:58


 


ნიგერიის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ უიოში სამლოცველოს ჭერის ჩამონგრევის შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.


ნანგრევების გასუფთავება ამ დრომდე მიმდინარეობს, ამიტომ ხელისუფლების წამომადგენლები მსხვერპლის გაზრდას არ გამორიცხავენ.


ეკლესიაში ასობით ადამიანი მღვდელადკურთხევის ცერემონიაზე დასასწრებად იყო შეკრებილი. მრევლს შორის აკვა-იბომის შტატის გუბერნატორი უდომ ემანუელიც იმყოფებოდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


ეკლესიის მშენებლობა ცოტა ხნის წინ დასრულდა, მშენებლები ჩქარობდნენ, რათა ეკლესია ცერემონიის ჩატარების თარიღისთვის მოესწროთ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner