სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელ ქადაგებაზე მრევლს მოუწოდა, ახალ წელს სახლში „მკვდარი ნაძვის ხის" ნაცვლად, ნაძვის ნერგი შეიტანონ.
„მოდის ახალი წელი. ხშირ შემთხვევაში სახლებში შეაქვთ მკვდარი ნაძვის ხე. სასურველია, რომ შეიტანოთ ნაძვის ნერგი", - განაცხადა პატრიარქმა