logo_geo
eng_logo
თურქეთში გლოვა გამოცხადდა
- +

11 დეკემბერი. 2016. 15:23


 


თურქეთის ქალაქ სტამბოლში განხორციელებული ორმაგი აფეთქების გამო ხელისუფლებამ ქვეყანაში ერთდღიანი გლოვა გამოაცხადა.


პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა სახელმწიფო დროშების დაშვების ბრძანება უკვე გასცა.


ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის თქმით, თავდამსხმელთა მთავარი მიზანი, რაც შეიძლება მეტი მსხვერპლის გამოწვევა იყო.

ტერორისტული თავდასხმა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურისა და მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელდა. ბეშიქტაშის სტადიონის სიახლოვეს განხორციელებულმა თავდასხმამ ცხადჰყო, რომ ექსტრემისტების მთავარი მიზანი მეტი მსხვერპლის გამოწვევა იყო. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს გარდაცვლილები და დაშავებულები"- განაცხადა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა.


სტამბოლში განხორციელებული ორმაგი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის 30 სამართალდამცავია. აფეთქების შედეგად 155 ადამიანი დაშავდა. ისინი ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოში შესაბამის სამედიცინო დახმარებას იღებენ. 14 მათგანის მდგომარეობა რთულია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner