სტამბოლში განხორციელებული ორმაგი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის 30 სამართალდამცავია. აფეთქების შედეგად 155 ადამიანი დაშავდა. ისინი ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოში შესაბამის სამედიცინო დახმარებას იღებენ. 14 მათგანის მდგომარეობა რთულია.
ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ „ნაპოვნი კვალი" ქურთების მუშათა პარტიის ბრალეულობაზე მიუთითებს, თუმცა მომხდარზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად არავის აუღია.