logo_geo
eng_logo
ნარიყალას ციხე-სიმაგრეს მასშტაბური რეაბილიტაცია-რესტავრაცია უტარდება
- +

11 დეკემბერი. 2016. 16:19


 


თბილისის განვითარების ფონდი ნარიყალას რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოებს ახორციელებს. ციხე-სიმაგრის აღდგენის მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია თბილისის განვითარების ფონდის დირექტორთან, გიორგი ბაიდარაშვილთან და კრწანისის რაიონის გამგებელთან, გიორგი კოპალეიშვილთან ერთად გაეცნო. ადგილზე იმყოფებოდნენ  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს  წარმომადგენლები.



დავით ნარმანიას თქმით, ამ მასშტაბის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები  ციხეს აქამდე არასოდეს ჩატარებია.



ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მოიცავს ნარიყალას დედაციხის სრულ რეაბილიტაციას. გამომდინარე იქიდან, რომ  წლების განმავლობაში წყალი ჩადიოდა კედლებში და აზიანებდა მას, პირველ რიგში, ჩატარდება ციხის გამაგრებითი სამუშაოებიშემდეგ კი დაზიანებული ფასადისა და სხვა ნაწილების რესტავრაცია. რაც მთავარია, ციხე-სიმაგრე კულტურული მემკვიდრეობის წესების  სრული დაცვით აღდგება და მომავალში კვლავ იქნება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი როგორც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის"- განაცხადა თბილისის მერმა. 



ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია პროექტ „ახალი ტფილისის" ერთ-ერთი მსხვილი მიმართულების - „ისტორიულ-კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამით" ხორციელდება. ციხის აღდგენაზე ძეგლთა დაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტები მუშაობენ.  გრძელვადიანი პროექტი რამდენიმე ეტაპისაგან შედგება. პირველ ეტაპზე გათვალისწინებული სამუშაოები მოიცავს კლდოვანი ფუძე-საძირკვლების  გამაგრებას, ძველი სატრაპეზოს დემონტაჟსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ახლის მოწყობას. ციხის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ტაძარს, რომლის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის სატრაპეზო მნიშვნელოვანია. არსებული სატრაპეზო აგებულია სპონტანურად და ფარავს კედლის მნიშვნელოვან ისტორიულ ნაწილს. ახალი პროექტით, ახალი სატრაპეზო კომუნიკაციების ნაკლებად სახიფათო ზოლში აიგება.  ასევე, ფასადი N12-დან N18 ბურჯის  ჩათვლით გაიწმინდება იმ მცენარეებისგან, რომელიც კედელს აზიანებდა. იმავე ბურჯების  ფასადი აგურის მასალით აღდგება.



ნარიყალას ციხე ისტორიულ ძეგლთა შორის ერთ-ერთ უძველეს ციხესიმაგრედ არის მიჩნეული. დღემდე მოღწეული ძირითადი გამაგრებები XVI და XVII საუკუნეებით თარიღდება. მეოთხე საუკუნის ციხესიმაგრე ფრაგმენტულად გასული საუკუნის 90-იან წლებში აღადგინეს, თუმცა მისი ახლანდელი მდგომარეობა ავარიული და საფრთხის შემცველია.



ნარიყალას ციხის  რეაბილიტაცია 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2017 წლის ბოლოს დასრულდება. ციხე-სიმაგრის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 726 983 ლარი, აქედან  300 000 ლარი 2016  წლის სამუშაოებზე დაიხარჯება.








Description: C:UsersREP11Downloads4I0A0444 copy.jpg

 

 

 

 

Description: C:UsersREP11Downloads4I0A0543 copy.jpg

 

 

 

 


Description: C:UsersREP11Downloads4I0A0646 copy.jpg

 

 

 

 



Description: C:UsersREP11Downloads4I0A0459 copy.jpg

 

 

 

 


Description: C:UsersREP11Downloads4I0A0487 copy.jpg

 

 

 


Description: C:UsersREP11Downloads4I0A0508 copy.jpg

 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner