logo_geo
eng_logo
იტალიის ახალ პრემიერ-მინისტრად პაოლო ჯენტილონი დაინიშნა
- +

11 დეკემბერი. 2016. 17:42



იტალიის ახალ პრემიერ-მინისტრად მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, 62 წლის პაოლო ჯენტილონი დაინიშნა.


ქვეყნის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მას დღეს მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირება დაავალა.


მინისტრთა ახალი კაბინეტი 2018 წლის თებერვლამდე - ახალი პარლამენტის არჩევამდე იმუშავებს.


პაოლო ჯენტილონიმ პრემიერის თანამდებობაზე მატეო რენცი შეცვალა, რომელმაც გადადგომის შესახებ განცხადება 7 დეკემბერს გააკეთა. მინისტრთა ახალ კაბინეტს იტალიის პარლამენტი კენჭს სავარაუდოდ 14 დეკემბერს უყრის.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner