იტალიის ახალ პრემიერ-მინისტრად მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, 62 წლის პაოლო ჯენტილონი დაინიშნა.
ქვეყნის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მას დღეს მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირება დაავალა.
მინისტრთა ახალი კაბინეტი 2018 წლის თებერვლამდე - ახალი პარლამენტის არჩევამდე იმუშავებს.
პაოლო ჯენტილონიმ პრემიერის თანამდებობაზე მატეო რენცი შეცვალა, რომელმაც გადადგომის შესახებ განცხადება 7 დეკემბერს გააკეთა. მინისტრთა ახალ კაბინეტს იტალიის პარლამენტი კენჭს სავარაუდოდ 14 დეკემბერს უყრის.