დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, 2017 წელს მუნიციპალური ტრანსპორტის გადასახადი არ გაიზრდება.
„მუნიციპალური ტრანსპორტის გაძვირება დედაქალაქში 2017 წელს მოსალოდნელი არ არის", - დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს ნარიყალაზე განუცხადა, სადაც ციხე-სიმაგრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
დედალაქში, მუნიციპალური ტრანსპორტის გაზრდაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა" მერიას ფასების გაზრდის თაობაზე შეტყობინება გაუგზავნა.
მერიაში აცხადებენ,რომ მსგავსი შეტყობინება შარშანაც გაიგზავნა, თუმცა ფასები არც გასულ წელს გაზრდილა.