logo_geo
eng_logo
2016 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დროს უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით იქნება გამკაცრებული
- +

23 მარტი. 2016. 13:36


ფეხბურთში 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის დროს უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით იქნება გამკაცრებული.



საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ბერნარ კაზნევის განცხადებით, უსაფრთხოების ზომები ჩემპიონატისთვის უკვე გამკაცრებულია და მაქსიმუმს შეადგენს.



ბრიუსელის თავდასხმები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ უდიდესი საფრთხის წინაშე ვდგავართ", - აღნიშნა კაზნევმა. თუმცა, მისივე თქმით, ეს არ იმოქმედებს ჩემპიონატის ჩატარებაზე.



დაგეგმილ სპორტულ ღონისძიებასთან დაკავშირებით გუშინ შეხვედრაც გაიმართა, რომელსაც საფრანგეთის სპორტის მინისტრიც ესწრებოდა. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ჩემპიონატის ჩატარების დროს სტადიონზე ე.წ. მეტალოდეტექტორებს გამოიყენებენ, ასევე იქნება მუდმივი კონტროლი და ვიდეოკამერებიც.



ეს იქნება უჩვეულო გამოცდილება, ამ დრომდე მსგავს ღონისძიებებზე მონიტორინგი და უსაფრთხოება ამ დონეზე არ ყოფილა უზრუნველყოფილი. საფრანგეთის იმიჯი საფრთხის წინაშეა", - აღნიშნა საფრანგეთის სპორტის მინისტრმა.




ევროპის ჩემპიონატის მატჩებზე 2,5 მილიონზე მეტ გულშემატკივარს ელოდებიან. მატჩები 10 ქალაქში ჩატარდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner