საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კაიროში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.
„მწუხარებას გამოვთქვამ კაიროში, კოპტების ქრისტიანულ ტაძართან მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებთ ეგვიპტელ ხალხს", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.
ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში კოპტების წმინდა მარკოზის სახელობის ტაძართან მომხდარი აფეთქების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა, 35-ზე მეტი კი დაშავდა.