logo_geo
eng_logo
სტამბოლში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა „ქურთისტანის თავისუფლების ქორებმა“ აიღეს
- +

11 დეკემბერი. 2016. 20:14



10 დეკემბერს სტამბოლის ცენტრში, ბეშიქთაშის სტადიონთან აფეთქებებს 38 ადამიანი ემსხვერპლა, 160 კი დაშავდა.


აღნიშნულ ორ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ქურთთა დაჯგუფებამ „ქურთისტანის თავისუფლების ქორებმა" აიღო. დაჯგუფების ვებგვერზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, თავდასხმები ორმა მებრძოლმა განახორციელა, რომლებმაც „სიცოცხლე გაწირეს".


აღნიშნულმა დაჯგუფებამ ანკარაში მარტში და სტამბოლში ივნისში განხორციელებულ თავდასხმებზეც აიღო პასუხისმგებლობა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner