10 დეკემბერს სტამბოლის ცენტრში, ბეშიქთაშის სტადიონთან აფეთქებებს 38 ადამიანი ემსხვერპლა, 160 კი დაშავდა.
აღნიშნულ ორ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ქურთთა დაჯგუფებამ „ქურთისტანის თავისუფლების ქორებმა" აიღო. დაჯგუფების ვებგვერზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, თავდასხმები ორმა მებრძოლმა განახორციელა, რომლებმაც „სიცოცხლე გაწირეს".
აღნიშნულმა დაჯგუფებამ ანკარაში მარტში და სტამბოლში ივნისში განხორციელებულ თავდასხმებზეც აიღო პასუხისმგებლობა.