ეგვიპტის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კაიროს კოპტურ ეკლესიაში, ტერაქტის შედეგად დაღუპულთა გამო, დღეიდან სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი აბდელ ფათახ ას-სისი ტერაქტს გმობს და ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში კოპტების წმინდა მარკოზის სახელობის ტაძართან მომხდარი აფეთქების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა, 35-ზე მეტი კი დაშავდა.