logo_geo
eng_logo
ეგვიპტეში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
- +

11 დეკემბერი. 2016. 18:48


 


ეგვიპტის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კაიროს კოპტურ ეკლესიაში, ტერაქტის შედეგად დაღუპულთა გამო, დღეიდან სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.


ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი აბდელ ფათახ ას-სისი ტერაქტს გმობს და ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.


ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში კოპტების წმინდა მარკოზის სახელობის ტაძართან მომხდარი აფეთქების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა, 35-ზე მეტი კი დაშავდა. ­­­­­­­­­­


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner