ხულოში მოსულმა უხვმა ნალექმა ზვავი გამოიწვია. აჭარის მსგავსად, დიდთოვლობის გამო ზვავი მესტია-ჯვრის ცენტრალურ გზაზეც ჩამოწვა. გადაუღებელმა თოვამ ზემო აჭარაში ელექტროგადამცემი ბოძები დააზიანა. როგორც საინფორმაციო სააგენტო „კვირას" ხულოს გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ განუცხადა, ამ დროისათვის ელექტროენერგია მოსახლეობის 50% -ს მიეწოდება. მისივე თქმით, ადგილზე თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა.
დიდთოვლობის გამო ასევე, ხულოს რაიონის სოფელ ვაშლოვანში მოხუცი ცოლ-ქმრის საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცოლ-ქმარი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
ზემო აჭარაში ამ დრომდე ინტენსიურად თოვს.