საინფორმაციო სააგენტო „პირველის" ცნობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია „პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე.