სირიის უძველეს ქალაქ პალმირაში სამთავრობო ძალებსა და დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებს შორის ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს. აქტივისტების ცნობით, ისლამისტებმა ქალაქი გარკვეული პერიოდით დაიკავეს, თუმცა, რუსულმა ავიაციამ დარტყმების შედეგად ისინი პალმირას მისადგომებთან განდევნა. მოგვიანებით კი, ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრმა განაცხადა, რომ ჯიჰადისტებმა პალმირას ცენტრი კვლავ დაიკავეს.
„ისლამური სახელმწიფო" ქალაქ პალმირას სტრატეგიულ პოსტად განიხილავს, რადგან ის ახლოსაა ნავთობის საბადოებთან.
რუსული მხარის ინფორმაციით, პალმირას დასაკვებლად ბრძოლაში ოთხი ათასზე მეტი ჯიჰადისტი მონაწილეობს, რომლებიც დახმარებას ერაყიდან ელოდებიან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სირიის სამთავრობო ძალებმა და რუსულმა ავიაციამ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს" 300-ზე მეტი წევრი მოკლეს.
ჯერჯერობით დაუზუსტებელია, ვინ აკონტროლებს ამჟამად ქალაქს, რომელიც კულტურისა და არქიტექტურის უძველესი ძეგლია.