13 დეკემბრის საღამოდან ამინდი გაუარესდება მთაში და მაღალმთაში მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით. 14 დეკემბერს ტემპერატურა დაიკლებს, ზოგიერთ რაიონში იქროლებს ძლიერი ქარი.
12 და 13 დეკემბერს ქვეყანაში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ბარსა და დაბლობში ჰაერის ტემპერატურა 10 გრადუსამდე გათბება.
14 დეკემბრიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ტემპერატურის კლება და ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.