logo_geo
eng_logo
მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარმა ორ მეტრს მიაღწია
- +

12 დეკემბერი. 2016. 01:19


 


2030.news-ის ინფორმაციით, მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარმა ორ მეტრს მიაღწია.ხულოსა და შუახევში ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში ორ მეტრს აღწევს. უამინდობამ პრობლემები შექმნა როგორც ელექტრო ენერგიის მიწოდების, ისე გადადგილების კუთხით.


მაღალი ძაბვის სადენების დაზიანების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფლების ნაწილს. „ენერგო პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ დაზიანებული ელექტროხაზების აღდგენითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე ნაწილი სოფლებისა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.


პრობლემებია, გზების გაწმენდასთან დაკავშირებით. ხულოს გამგბელი ბესიკ ბაუჩაძე აცხადებს, რომ ტექნიკა მუშაობს, თუმცა უხვი ნალექის გამო გზების გაწმენდა ვერ ესწრება.


„დილიდან გადაუღებლად თოვს, ამიტომ ვერ ვასწრებთ გზების გაწმენდას. ცენტრალური გზაზე მსუბუქი მაქნანების გადაადგილება შეზღუდულია, აუცილებელია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით მოძრაობა ხულოს მიმართულებით. განსაკუთრებით, პრობლემებია ხულო-გოდერძის ცენტრალურ გზაზე. ზვავი ჩამოწვა ერთ ადგილზე და იქ გართულდა მანქანების გადაადგილება. სხვა მხრივ, ხულოსთვის დიდთოვლობა სიახლე არ არის, სამაშველო სამსახურები მუშაობენ, თუ მოქალაქეს ექსტრემალურად ესაჭიროება დახმარება ან სასწრაფოს გამოძახება, სწრაფად ვრეაგირებთ", - განაცხადა ბესიკ ბაუჩაძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner