logo_geo
eng_logo
გაიოზ კერატიშვილი ცად ამაღლდა!
- +

23 მარტი. 2016. 13:55


ყოფილი მეტროპოლიტი გაიოზ კერატიშვილი 2016 წლის 19 მარტს, გულზე გადატანილი უმძიმესი ოპერაციის შემდეგ მიიცვალა.  ექიმებმა ყველაფერი იღონეს მის გადასარჩენად, მაგრამ აურაცხელი ტკივილისგან დაკენკილმა გულმა ყოფილ მიტროპოლიტს მიწიერი ცხოვრების გაგრძელების საშუალება აღარ მისცა.


გაიოზ კერატიშვილი ცად ამაღლდა და 20 მარტს სამების საკათედრო ტაძარში გადააბრძანეს ათასგზის გვემული და შეურაცხყოფილი. 22 მარტს კი საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდის ტაძარში დაკრძალეს.


1971 წლის 14 დეკემბერს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ ბიძინა კერატიშვილი აღკვეცა ბერად და უწოდა სახელად გაიოზი, 17 დეკემბერს ბარბარეს სახელობის ეკლესიაში აკურთხა დიაკვანად, 19 დეკემბერს, ნიკოლოზობას, საკათედრო ტაძრის დღესასწაულზე ხელი დაასხა მღვდლად.



1972 წლის 24 მარტს შედგა საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა. სინოდმა წილკნელ ეპისკოპოსად გამოარჩია მღვდელმონაზონი გაიოზი. 26 მარტს დიდმარხვაში, ბზობის კვირიაკის წინა კვირას, სიონის საპატრიარქო ტაძარში მოხდა მისი წილკნელ ეპისკოპოსად კურთხევა, რომელსაც ესწრებოდა ყველა მოქმედი მღვდელმთავარი.



1972 წლის 26 მარტიდან წილკნელი ეპისკოპოსი გაიოზი დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად.



1977 წლის 4 ივნისს, მამადავითობის დღესასწაულზე, უწმინდესმა და უნეტარესმა დავით მეხუთემ ეპისკოპოსი გაიოზი მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანა. მიტროპოლიტი გაიოზი დაჯილდოებული იყო საქართველოსა და ადგილობრივ მართმადიდებელ ეკლესიათა ორდენებით. 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner