logo_geo
eng_logo
ქართველმა სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის უკრაინის მოქალაქე დააკავეს
- +

12 დეკემბერი. 2016. 11:55



ნარკოდანაშაულისთვის პოლიციამ 1991 წელს დაბადებული, უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა.


სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 232 აბი და მეტადონის შემცველი 68 აბი ამოიღეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა აღნიშნული ნარკოტიკი თურქეთის რესპუბლიკაში შეიძინა და საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.


ნარკოლოგიური შემოწმებით, დაკავებულს მეტადონის და მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.


გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 11წლამდე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner