logo_geo
eng_logo
საქართველოში 13 დეკემბრიდან ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს
- +

12 დეკემბერი. 2016. 12:29



საქართველოში 13 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს.


გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლია ნავარაუდევი.


13 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და  -3 +5 გრადუსი იქნება.


რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, დღეს მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა ბარში 10-12 გრადუსამდე გათბება, მთიან რაიონებში - 2-7 გრადუსია მოსალოდნელი.


13 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს  და 3-5 გრადუსამდე გათბება.


თბილისში ხვალ ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 8-10 გრადუსი იქნება, ხოლო 14 დეკემბერს მაქსიმალური ტემპერატურა 3-5 გრადუსი იქნება. დედაქალაქში ასევე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner