სტამბოლში მომხდარ ტერორისტულ აქტზე ქურთულმა რადიკალურმა დაჯგუფებამ „ქურთისტანის თავისუფლების ქორები" თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, განცხადებაში ნათქვამია, რომ აფეთქებების უშუალო სამიზნე არ იყო თურქი ხალხი.
ბოლო მონაცემებით, სტამბოლში მომხდარი ორმაგი ტერაქტის შედეგად 38 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 30 პოლიციის თანამშრომელია.