logo_geo
eng_logo
ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ფარული კადრების გავრცელებაში რუსული სპეცსამსახურების ხელი ურევია
- +

23 მარტი. 2016. 13:58


ექსპერტი ნიკა ჩიტაძე პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელებას რუსეთის სპეცსამსახურებს უკავშირებს. როგორც ჩიტაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რუსეთს საქართველოში წინასაარჩევნოდ არეულობის მოწყობა აქვს განზრახული და ამისთვის ადგილობრივ ძალებს იყენებს.


„არ არის გამორიცხული, კადრების გავრცელებაში რუსეთის სპეცსამსახურების ხელი ერიოს. შესაძლოა, ეს ყველაფერი არჩევნების წინ ვითარების დაძაბვას უკავშირდებოდეს. არჩევნებზე დიდ ყურადღებას ამახვილებს რუსეთი. კარასინიც კი არ მალავს ამას თავის განცხადებებში. ამ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ პროდასავლურად განწყობილი პოლიტიკოსების დისკრედიტაციას ჰქონდეს ადგილი. რუსები იყენებენ ადგილობრივ ძალებს, რომლებიც ფულის გამო ყველაფერზე არიან წამსვლელნი", -  განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.



რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას ფარული კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით, ნიკა ჩიტაძე მიესალმება და აქვე აცხადებს, რომ კომისიაში, ბალანსის დასაცავად, როგორც უმრავლესობის, ისე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები უნდა შედიოდნენ.


„კომისიის შექმნა აუცილებელია და ის უნდა დაკოპლექტდეს როგორ უმრავლესობის წევრებით, ისე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებით. კომისიაში ასევე უნდა შედიოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, რათა ბალანსი იყოს დაცული.  კომისიამ უნდა იმუშაოს ერთობლივად, რათა ასეთი კადრების მომავალში გავრცელება თავიდან ავირიდოთ და დადგინდეს სიმართლე. არ შეიძლება, საქართველოში მუდმივად ჰქონდეს ადგილი კომპრომატების ომს. როდესაც ქვეყანაში არ არსებობს ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენცია, გაგვიჭირდება ქვეყნის ევროპულ ინტერგაციაზე ფიქრი", - აღნიშნა ჩიტაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner