logo_geo
eng_logo
„ისლამურმა სახელმწიფომ" უძველესი ქალაქი პალმირა კვლავ დაიკავა
- +

12 დეკემბერი. 2016. 12:31



სირიის ხელისუფლებამ აღიარა, რომ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ისტორიული ქალაქი პალმირა კვლავ დაიკავეს. ბაშარ ასადის მთავრობა პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს უძველესი ქალაქიდან ჯიჰადისტების განსადევნად.


რუსეთის ფედერაციის საბჭოში პალმირას დაკარგვას „უმძიმესი დარტყმა" უწოდეს.


როგორც ჰომსის პროვინციის გუბერნატორმა განაცხადა, პალმირას დასაკავებლად ექსტრემისტებმა ქალაქ რაქადან და სირიის აღმოსავლეთ პროვინციიდან, დეირ-ეზ-ზაურიდან ძალების მობილიზება მოახდინეს.


პალმირაზე შეტევაში „ისლამური სახელმწიფოს" ოთხი ათასამდე მებრძოლი მონაწილეობდა. სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ექსტრემისტებმა არტილერია და დანაღმული ავტომობილები გამოიყენეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სირიის სამთავრობო ძალებმა და რუსულმა ავიაციამ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს" 300-ზე მეტი წევრი მოკლეს.


„ისლამური სახელმწიფო" ქალაქ პალმირას სტრატეგიულ პოსტად განიხილავს, რადგან ის ახლოსაა ნავთობის საბადოებთან.


„ისლამურ სახელმწიფოს" პალმირა 2015 წლის მაისიდან, 10 თვის განმავლობაში ჰქონდა დაკავებული. ჯიჰადისტებმა მრავალი ისტორიული ძეგლი დაანგრიეს და არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორს თავი მოჰკვეთეს. ჯიჰადისტებმა ძველი რომის ეპოქის ტრიუმფალური თაღი, სამი სვეტი და მრავალი ქანდაკება გაანადგურეს. ამას გარდა, მათ ააფეთქეს ტაძარი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ძეგლად ითვლებოდა.


სირიის სამთავრობო ძალებმა რუსეთის ავიაციის დახმარებით პალმირა „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებისგან მარტში გაათავისუფლეს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner