logo_geo
eng_logo
აჭარის მაღალმთიანეთში თოვლის საფარმა 2 მეტრს გადააჭარბა
- +

12 დეკემბერი. 2016. 12:41



ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, აჭარის მაღალმთიანეთში თოვლის საფარმა 2 მეტრს გადააჭარბა, რის გამოც ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების უმეტესობა ცენტრს ვერ უკავშირდება.


„პირველს" ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ აცნობა, რომ  მოსახლეობის 80%-ს ელექტროენერგია არ მიეწოდება და სოფლებში გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებითაა შესაძლებელი.


დილიდან მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს გზების გაწმენდა. თითქმის ყველა სოფლის მიმართულებით იყო გზა გახსნილი, მაგრამ წუხელ ინტენსიურად თოვდა, რის შედეგადაც გზები კვლავ ჩაიკეტა.

 

 რაც შეეხება ელექტოენერგიას, დაზიანებულია ცენტრალური და შიდა სასოფლო გადამცემი ხაზები, რის გამოც მოსახლეობის უმეტესობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი", - აღნიშნა ბაუჩაძემ.  

 

დიდთოვლობაა ქედასა და შუახევშიც, სადაც პრობლემებია როგორც გზებზე, ასევე ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით. სასწავლო პროცესი შეწყვეტილია ხულოს და შუახევის სკოლებში.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner