logo_geo
eng_logo
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი „EEU“ ახალ საუნივერსიტეტო კომპლექსს ააშენებს
- +

12 დეკემბერი. 2016. 13:38



ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმდებარედ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი „EEU" ახალ საუნივერსიტეტო კომპლექსს ააშენებს. უნივერსიტეტის ასაშენებლად საჭირო 8287 კვ.მ მიწის ფართობი ინვესტორებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე 1 328 000 ლარად შეიძინეს. ახალ უნივერსიტეტში  რამდენიმე სასწავლო-სამეცნიერო კორპუსი, ბიზნეს-აქსელატორი, ლაბორატორიები, ქართველი და უცხოელი სტუდენტებისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი შენობები, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო ლიტერატურის მაღაზია, საცურაო აუზი, სპორტული და რეკრეაციული მოედნები მოეწყობა.


აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოქმედებს ხუთი ფაკულტეტი და ხორციელდება შვიდი საბაკალავრო, შვიდი სამაგისტრო და 2 სადოქტორო პროგრამა. ამჟამად უნივერსიტეტში 1000-მდე სტუდენტი ირიცხება. მენეჯმენტში აცხადებენ, რომ  სამომავლოდ აგრომენეჯმენტის მიმართულებით  აგროტექნოლოგიების განვითარებას და ინოვაციური პროექტების დანერგვას აპირებენ.


აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ასევე ჩართულია ERASMUS+ პროგრამაში, რომლის  ფარგლებშიც მაგისტრატურის სტუდენტები სწავლას აგრძელებენ ლინცის (ავსტრია), ლოძის (პოლონეთი), ბრატისლავას, ტალინის, რიგის და კონსტანტას უნივერსიტეტებში. თანამედროვე, დასავლური ტიპის საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობა მნიშვნელოვანი ინვესტიციაა ქვეყნის განათლების სისტემაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner