ბელგიელმა სამართალდამცველებმა ბრიუსელში თავდასხმების ერთ-ერთი სავარაუდო მონაწილე ნაჯიმ ლახროუი დააკავეს. ეჭვმიტანილი ბრიუსელის გარეუბანში ანდერლეხტში დააკავეს. სავარაუდოდ, ნაჯიმ ლახროუი აეროპორტის სათვალთვალო კამერებმა ძმებ ხალიდ და ბრაჰიმ ელ-ბაკრაუისთან ერთად დააფიქსირა, რომლებმაც, გამოძიების ცნობით, თავი აიფეთქეს.
ბელგიის პროკურატურის ცნობით, ნაჯიმ ლახროუი სექტემბერში პარიზის ტერაქტის მონაწილე სალაჰ აბდესლამთან ერთად უნგრეთში იმყოფებოდა.
ამასთან, მისი დნმ აღმოჩენილია იმ ბინებში, რომლებშიც 2015 წლის 13 ნოემბრის პარიზის თავდასხმების მონაწილეები ცხოვრობდნენ.