logo_geo
eng_logo
15 დეკემბრიდან 9 იანვრამდე პირადობის მოწმობა უფასოდ გაიცემა, ხოლო ბიომეტრიული პასპორტი 100 ლარის ნაცვლად 50 ლარი ეღირება
- +

12 დეკემბერი. 2016. 14:56



საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, 15 დეკემბრიდან 9 იანვრამდე პირადობის მოწმობა უფასოდ გაიცემა, ხოლო ბიომეტრიული პასპორტი 100 ლარის ნაცვლად 50 ლარი ეღირება.


ჩვენ უკვე მეხუთე წელია, ვაგრძელებთ საარჩევნო სიის დახვეწას და იმ პრინციპის უზრუნველყოფას ჩვენს ქვეყანაში, რასაც ჰქვია ერთი ამომრჩეველი, ერთი საბუთი, ერთი ხმა. იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი წარმატებულად დასრულდეს ჩვენი ქვეყნისთვის. ამ ორი მიზნის მისაღწევად ჩვენ გადავწყვიტეთ, საახალწლოდ მოქალაქეებისთვის აქცია გამოვაცხადოთ, რომლებისთვისაც 15 დეკემბრიდან 9 იანვრამდე პირადობის მოწმობა იქნება უფასო, ხოლო ბიომეტრული პასპორტი შესაძლებელი იქნება ავიღოთ 100 ლარის ნაცვლად 50 ლარად. ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად გავიაზროთ, რას ნიშნავს ვიზა-ლიბერალიზაცია, აუცილებელია, რომ უვიზო კავშირი ევროპის ქვეყნებთან გამოვიყენოთ, რათა საკუთარი თავი და ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინოთ. დათქმულ დროს დავბრუნდეთ საქართველოში და არ გავხდეთ კანონის დამრღვევი. ამისთვის კი ბიომეტრიული პასპორტი არის აუცილებელი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner