logo_geo
eng_logo
საპატრიარქო: დედები, რომელთაც მუცლადღებულ ყრმათა მოწყვეტის დანაშაული აწუხებთ, სინანულის გამოსახატად ტაძარს ააგებენ
- +

12 დეკემბერი. 2016. 15:33



საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ათეისტური რეჟიმის პირობებში მრავალი ადამიანი ვერ აცნობიერებდა, რამდენად დიდი ცოდვაა აბორტი და მას უბრალო მოვლენად აღიქვამდა. მას შემდეგ, რაც ჩვენი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ეკლესიური ცხოვრება დაიწყო, დედებს, რომელთაც მუცლადღებულ ყრმათა მოწყვეტის დანაშაული აწუხებთ (მათ შორის ექიმ-გინეკოლოგებიც არიან) გაუჩნდათ სურვილი, თავისი სინანულის გამოსახატად ააგონ ტაძარი ყოვლადწმინდა სამების სახელზე.


ამ მიზნით, საქართველოს საპატრიარქოში ტაძრის მაშენებელთა სამუშაო ჯგუფი შეიკრიბა.


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ისინი დალოცა და დაწყებული საქმის წარმატებით განხორციელება უსურვა.


ეკლესია ხუდადოვის ტყის მიმდებარედ აიგება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner