logo_geo
eng_logo
ემზარ კვიციანი საგარეჯოს არჩევნების გამოძიებაზე: პროკურატურა შანტაჟის ქვეშ არის მოქცეული
- +

23 მარტი. 2016. 14:20


„პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ემზარ კვიციანი საგარეჯოს არჩევნების გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ პროკურატურა წნეხისა და ზეწოლის ქვეშ არის მოქცეული. ამის შესახებ კვიციანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აქვე დასძინა, რომ მისი აზრით, პროკურატურის წარმომადგენლებს გარკვეული პირები ფარული კადრების გავრცელებით ემუქრებიან.


„არ ველოდი პროკურატურისგან ასეთი შედეგის დადებას. ვფიქრობდი, რომ პროკურატურაში რაღაც შეიცვალა, მაგრამ, როგორც ჩანს, არაფერი შეცვლილა. ვფიქრობ, პროკურატურა შანტაჟის ქვეშ არის მოქცეული. პროკურატურას ვიღაც აშანტაჟებს გარკვეული კადრებით.

 

საგარეჯოში რომ არჩევნები გაყალბდა, ეს მთელმა საქართველომ იცის. გამოძიებამ ეს ყველაფერი მიჩქმალა, იმიტომ, რომ იყო ზეწოლა", - განაცხადა კვიციანმა.



კითხვაზე, თუ ვინ აშანტაჟებს პროკურატურის წარმომადგენლებს, კვიციანი პასუხობს: „პროკურატურას აშანტაჟებს ის, ვისაც ამ გამოძიების შეჩერება აწყობდა".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner