logo_geo
eng_logo
„ექსკლუზივ ნიუსზე“ კიბერშეტევა განხორციელდა
- +

12 დეკემბერი. 2016. 16:43



საინფორმაციო სააგენტო „ექსკლუზივ ნიუსზე" (exclusivenews.ge) ბოლო ერთი კვირის მანძილზე შეფერხებები იყო, ხშირ შემთვევაში საიტი ითიშებოდა. როგორც ირკვევა, საიტზე კიბერშეტევა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საიტის ადმინისტრაცია ავრცელებს.


„ცხადია, ამის შესახებ, წერილობით მივმართეთ იმ პროვაიდერ კომპანიას, რომელიც ჩვენს საიტს ტექნიკურად ემსახურება. ერთი საათის წინ საიტის მუშაობა ისევ შეფერხდა, საინფორმაციო სააგენტოს მუშაობა შეჩერდა. პროვადიერმა კომპანიამ „cloud 9" გვაცნობა, რომ საიტზე შეტევა განხორციელდა, რომლის მიზანი იყო საინფორმაციო სააგენტოს მუშაობის შეჩერება.

 

„თქვენს საიტზე იყო შეტევა, რომლის მიზანიც გახლდათ საიტის მუშაობის შეფერხება. შეტევა განხორციელდა არაქართული მისამართებიდან (ძირითადად ამერიკული სერვერებიდან), განსაკუთრებით დიდი ოდენობის შეტევა იყო შემდეგი ჰოსტინგ მისამართებიდან. ეს პროვადიერები ინფორმირებულია და თქვენს სერვერზე დავბლოკეთ აღნიშნული მისამართები".

 

„ექსკლუზივ ნიუსი" მადლობას უხდის კომპანიონ პროვაიდერს „cloud 9", გულისხმიერი თანამშრომლობისთვის", - ნათქვამია „ექსკლუზივ ნიუსის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner