logo_geo
eng_logo
მადრიდის უდიდეს მეჩეთზე თავდასხმა განხორციელდა
- +

23 მარტი. 2016. 14:47


მადრიდში ულტრამემარჯვენე აქტივისტებმა ესპანეთის დედაქალაქის უდიდეს მეჩეთს სასიგნალო მაშხალები ესროლეს.


სააგენტო  Europa Press-ის ინფორმაციით, აქტივისტებმა მეჩეთთან პლაკატი ჩამოკიდეს წარწერით „დღეს ბრიუსელი, ხვალ მადრიდი?"


გამოცემის ცნობით, აქცია რადიკალური ისლამიზმის წინააღმდეგ იყო მიმართული. მომხდარ ინციდენტს უკვე გამოეხმაურა მადრიდის მერია. ადგილობრივი მთავრობის განცხადებით,  ყველა რელიგიის წარმომადგებლის ერთობლივი თანაცხოვრება წარმოადგენს ქალაქის უსაფრთხოების საფუძველს. ჩვენ ყველა ერთად ვებრძვით ტერორიზმს", - ნათქვამია ქალაქის მერიის განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner