logo_geo
eng_logo
მარინა მოლოდინი: ზურაბ ჟვანია და მიშა მაჭავარიანი იმქვეყნად ერთმანეთს ვერ შეხვდებიან
- +

12 დეკემბერი. 2016. 16:46



პარლამენტის ყოფილი დეპუტატი მარინა მოლოდინი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში გადაცემა „არჩევანში" ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე რესპონდენტების კომენტარებს ეხმაურება. მისი თქმით, ზურაბ ჟვანიას საქმის „გააქტიურება" გიგა ბოკერიას მიერ შემოგდებული თემაა.


ნაციონალური მოძრაობა" ორად გაიყო - გიგა ბოკერიასა და სააკაშვილის მომხრეებად. როგორც ვატყობ, ზურას თემის წამოტივტივება ბოკერიას მხრიდან სააკაშვილის დასაშანტაჟებლად მოხდა. ყველაზე კარგად ბოკერიამ იცის, რაც მაშინ მოხდა, ისიც იცის, რომ ზურას გარდაცვალების თემა სააკაშვილისთვის დარტყმის ადგილია და თუ ჭკუით არ მოიქცევა, გაახსენებენ. 20 იანვარს ყრილობა აქვთ, „რუსთავი 2"-ში მოწყობილი ეს შოუ კი მიშასთვის გაფრთხილება იყო, რომ ბოკერიას წინ არ გადაეღობოს", - აცხადებს მარინა მოლოდინი.


მარინა მოლოდინი კატეგორიულად აფრთხილებს ზურაბ ჟვანიას იმ მეგობრებს, ვინც ზურას უღალატა, თავი შეიკავონ კომენტარებისგან გამოძიების დასრულებამდე.


ადამიანი, რომელიც ერთხელ უღალატებს თავის მეგობარს, მეორედ ხელს რაღა შეუშლის?! სისხლსა და ხორცში აქვთ ღალატი გამჯდარი. მათ ბოროტებასა და უმადურობას საზღვარი არა აქვს. შე კაი კაცო, თუ მეგობრობა არ შეგიძლია, ენას კბილი მაინც დააჭირე და ასეთი სიბინძურეები აღარ მოიგონო! ცარიელი სიტყვებია, რომ თურმე იმქვეყნად პირნათელი შეხვდება ზურას. პირობას გაძლევთ, რომ ზურაბ ჟვანია და მიშა მაჭავარიანი იმქვეყნად ერთმანეთს ვერ შეხვდებიან. მათ იმდენი სიბინძურე და ბოროტება ჩაიდინეს და მისი ოჯახის წინაშე, რომ ჯოჯოხეთის ალში დაიწვებიან! არ რცხვენიათ ზურას შვილების, რომლებიც მათ ხელში გაიზარდნენ?! კაცობა საერთოდ აღარ შერჩათ?!" - აცხადებს მარინა მოლოდინი.


რამდენიმე დღის წინ ტელკომპანია „რუსთავი 2"-მა გარდაცვლილ ზურაბ ჟვანიას საქმის განხილვას გადაცემა „არჩევანი" მიუძღვნა, სადაც საქმის ირგვლივ სხვებთან ერთად ზურაბ ჟვანიას მეგობარმა, ყოფილმა პარლამენტარმა მიხეილ მაჭავარიანმაც ისაუბრა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner