logo_geo
eng_logo
თბილისსა და მის შემოგარენში სანიტარიული ჭრები გრძელდება
- +

12 დეკემბერი. 2016. 17:24



დედაქალაქის მერის დავალებით, თბილისსა და მის შემოგარენში სანიტარიული ჭრის ღონისძიებები გრძელდება. დღეს თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა კონტრაქტორ კომპანიასთან, შპს „უნივერსალ მენეჯმენტთან" ერთად სანიტარიული ჭრები კერძო ტერიტორიაზე განახორციელა.


შპს „ლისი დეველოპმენტის" თანხმობით, მისსავე ტერიტორიაზე, ლისის ტბის მიმდებარედ, 200-მდე გამხმარი და დაავადებული ხე მოიჭრა. სამუშაოები სპეციალისტებისა და თბილისის ბოტანიკური ბაღის რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება და გრძელვადიან შედეგებზეა გათვლილი - აღნიშნული ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეზღუდავს დედაქალაქის მასშტაბით მცენარეთა მავნებელი დაავადებების გავრცელებას, მცენარეული საფარის ხმობას.


მიმდინარე წელს, ჯამში, 55 ათასი ძირი დაზიანებული ხე-მცენარე  მოინიშნა, საიდანაც 40 ათასზე მეტი უკვე მოიჭრა.


2013-2015 წლებში, ქართველი და უცხოელი ექსპერტების კვლევებზე დაყრდნობით, თბილისსა და მის შემოგარენში ფიჭვების კვლევისას  შემდეგი მავნებლები დაფიქსირდა: ქერქიჭამიები, ლაფნიჭამიები და ხარაბუზები, აგრეთვე დაავადებების გამომწვევი სოკოები, რომელთაც დააჩქარეს დასუსტებული ხეების ხმობის პროცესი.


2015 წელს თბილისის მერიის მიერ განხორციელდა დედაქალაქში არსებული ფიჭვნარების დეტალური კვლევა და ფიტოსანიტარიული მდგომარეობის შეფასება, რომლის გათვალისწინებითაც  რეაგირების ღონისძიებების გეგმა იქნა შემუშავებული.


თბილისის მერის დავალების შესაბამისად, ჯანსაღი მცენარეების დაავადების თავიდან აცილების მიზნით, სანიტარიული ჭრები მომავალშიც  გაგრძელდება.


 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner