logo_geo
eng_logo
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქვესადგურის „მარნეული 500“ მშენებლობა დაასრულა
- +

12 დეკემბერი. 2016. 17:32




დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში ქვესადგურის „მარნეული 500"-ის მშენებლობის დასრულების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.


ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და თურქეთის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ დაესწრნენ.


„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" ქვესადგურის „მარნეული 500" მშენებლობით „რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტი" დაასრულა, რომელიც „აზიის განვითარების ბანკის" (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 50 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.


პროექტის განხორციელების შედეგად, შესაძლებელი გახდა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის, განსაკუთრებით თბილისის და ქვემო ქართლის ელექტროენერგიით მომარაგების გაუმჯობესება, გაიზარდა ქვემო ქართლში განლაგებული თბოსადგურებიდან სიმძლავრის უსაფრთხოდ გამოტანის შესაძლებლობა და ენერგოსისტემის საიმედოობა, ხელი შეეწყო მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიით რეგიონალურ ვაჭრობას. აღნიშნული ქვესადგური გახდება ერთ-ერთი საკვანძო ენერგოობიექტი იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის განსახორციელებლად მეზობელ ქვეყნებს შორის.


მარნეულის ქვესადგური მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს ელექტროენერგიის ექსპორტის და ტრანზიტის განხორციელებაში.

 

მომავალში, ამ ქვესადგურს დაუკავშირდება ახალი 500-კილოვოლტიანი სახელმწიფოთაშორისო ტრანსსასაზღვრო ხაზი, რომელიც აშენდება სომხეთის მიმართულებით", - განაცხადა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" გენერალურმა დირექტორმა სულხან ზუმბურიძემ.


„მარნეული 500"-ის მშენებლობის პროექტის ღირებულებამ 20 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სამშენებლო სამუშაოები თურქულმა კომპანიამ „BEST/BETAS" აწარმოა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner