logo_geo
eng_logo
ძლიერმა ნალექმა იმერეთისა და სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა
- +

12 დეკემბერი. 2016. 19:45



რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, დასავლეთ საქართველოში მოსულმა ძლიერმა ნალექმა იმერეთისა და სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა.


ძლიერი წვიმის შედეგად განსაკუთრებით დააზარალა იმერეთის რეგიონი. სტიქიამ პრობლემები შეუქმნა იმერეთის რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის სოფლებს.


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში წვიმისა და წყალდიდობის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლის ეზოები დაიტბორა. ძლიერმა წვიმამ საფრთხე შეუქმნა სამტრედიასაც. გადაუღებელი ნალექის შედეგად ქალაქის ცენტალურ ნაწილსა და რამდენიმე სოფელში დაიტბორა მოსახლეობის ეზოები. მსგავსი ვითარებაა თერჯოლისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებშიც.


სტიქიამ პრობლემები შეუქმნა ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებსაც, სადაც ხანგრძლივი, გადაუღებელი წვიმის შედეგად რამდენიმე სოფელში მეწყერსაშიში მდგომარეობა განვითარდა. ტყიბულში, საჩხერესა და ხარაგაულში მოსახლეობას პრობლემები თოვლმა შეუქმნა, რის გამოც დაიკეტა ტყიბულიდან სოფელ მუხურას მიმართულებით მიმავალი საავტომობილო გზა, ხოლო ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი მიეწოდებათ შეფერხებებით. ამჟამად აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში უნალექო ამინდია და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.


სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტში, ადიდებული მდინარე რიონი კალაპოტიდან გადმოვიდა და დატბორა მიმდებარე ტერიტორია. სოფელ პატარა ფოთში კი ადიდებული მდინარემ 5 საცხოვრებელი სახლის ეზო დაიტბორა. ამჟამად წლის დონემ მდინარე რიონზე იკლო.  


სამინისტროს ცნობით, ყველა დაზარალებულ სოფელსა და მუნიციპალიტეტში მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა და მიმდინარეობს უწყვეტი მუშაობა პრობლემების აღმოსაფხვრელად.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner