logo_geo
eng_logo
სოფელ ბოძაურში ჩამოწოლილ ზვავში ორი ახალგაზრდა მოჰყვა
- +

12 დეკემბერი. 2016. 21:46



სოფელ ბოძაურში ჩამოწოლილ ზვავში ორი ახალგაზრდა მოჰყვა. ისინი ადგილობრივების დახმარებით თოვლის მასიდან დროულად ამოიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.


ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ინფორმაციით, ახალგაზრდებს პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. ბესიკ ბაუჩაძემ „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ სოფელში გზის გაწმენდა მიმდინარეობდა, როდესაც ზვავი ჩამოწვა და იქვე მყოფი ორი ახალგაზრდა მოიყოლა.


„დღის მეორე ნახევარში სოფელ ბოძაურში ზვავი ჩამოწვა. მძიმე ტექნიკით იწმინდებოდა. ახალგაზრდები მსუბუქ ავტომობილთან იდგნენ და გზის გაწმენდას ელოდებოდნენ, როდესაც იმავე ტერიტორიაზე ზვავი კვლავ ჩამოწვა და ახალგაზრდები მოიყოლა. ადგილობრივების დახმარებით მათი ამოყვანა დროულად მოხდა. სასწრაფო-სამაშველო სამსახურის დახმარებით ისინი სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც პირველადი დახმარება გაეწიათ. ახალგაზრდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - აღნიშნა ბესიკ ბაუჩაძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner