როგორც 2030.news-ისთვის გახდა ცნობილი, MAN-ის ტიპის ათი ახალი ავტობუსი უკვე თბილისშია. ახალი ავტობუსები ორ ახალ მარშრუტზე 51 და 37 ნომერ ხაზზე პირველი იანვრიდან იმოძრავებს.
ახალ ავტობუსებს ორი კვირის განმავლობაში შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდებათ, რომ მომზადდეს ხაზზე გასასვლელად.
კომპანია „MAN Truck & Bus AG"-ის 10 ავტობუსი თბილისში ოქტომბრის თვეში შემოვიდა.
MAN Truck & Bus AG-ის ავტობუსები პოლონეთში მზადდება. ავტობუსები CNG-ი საწვავზე მუშაობენ, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ის, რომ დიზელთან შედარებით უფრო მცირე რაოდენობის მავნე გამონაბოლქვს გამოყოფს. შემცირებულია გამონაბოლქვში ნახშირბადის მოცულობა, არ აქვს შავი კვამლი და უსიამოვნო სუნი.