logo_geo
eng_logo
კრწანისი-შინდისის გზის მიმდებარედ სანიტარიული ჭრა განხორციელდა
- +

13 დეკემბერი. 2016. 10:48


 



თბილისის შემოგარენში სანიტარიული ჭრა გრძელდება. კრწანისი-შინდისის გზის გასწვრივ, ფიჭვნარ კორომებში მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა სანიტარიული ჭრის ღონისძიებები განახორციელა, რაც საღი მცენარეების დაავადების პრევენციული ღონისძიებაა და ქალაქის მასშტაბით მწვანე საფარის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.



აღნიშნულ ტერიტორიაზე სულ  3700 გამხმარი ფიჭვი იყო მონიშნული. მიმდინარე წელს, დედაქალაქის მასშტაბით, ჯამში, 55 ათასი გამხმარი ხე მოინიშნა, რაც წლის ბოლომდე უნდა მოიჭრას.



2013-2015 წლებში  ევროპიდან  მოწვეული ექსპერტები  ქართველ კოლეგებთან ერთად  თბილისის შემოგარენის ფიტო-სანიტარულ მდგომარეობას გაეცნენ და ხმობის გამომწვევი მიზეზები დაადგინეს.



მსგავსი მასშტაბის სანიტარიული ჭრები თბილისსა და მის შემოგარენში რამდენიმე ათეული წელიწადია არ განხორციელებულა.




 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner