logo_geo
eng_logo
ანტონიო გუტიერეში: გაერო მზად უნდა იყოს ცვლილებებისთვის
- +

13 დეკემბერი. 2016. 12:18


 


პორტუგალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანტონიო გუტიერეშმა გაერო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ფიცი დადო. მისი ხუთწლიანი ვადა ოფიციალურად 1 იანვრიდან დაიწყება.



ორგანიზაცია ათწლეულების განმავლობაში ხელს უწყობდა მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებას, თუმცა, ახლა ის რთულად ართმევს თავს ამ ამოცანას. გაერო მზად უნდა იყოს ცვლილებებისთვის. ჩვენი ყველაზე სერიოზული ნაკლი არის კრიზისების აღკვეთის უუნარობა. გაერო ომის მიმდინარეობისას დაიბადა; დღეს ჩვენ აქ უნდა ვიყოთ მშვიდობისთვის",  - განაცხადა გუტიერეშმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის წევრთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას.



გუტიერეში გაერო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ბან კი მუნს შეცვლის, რომელიც ორგანიზაციას 2007 წლიდან ხელმძღვანელობს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner