ევროპარლამენტი უკრაინის ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხს პირველი მოსმენით სავარაუდოდ 1 თებერვალს განიხილავს.
აქამდე ევროპარლამენტის დღის წესრიგში საქართველოსა და უკრაინის ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხის განხილვის სავარაუდო თარიღად 18 იანვარი იყო მითითებული, თუმცა უკრაინის საკითხმა თებერვლისთვის გადაიწია. საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის განხილვის სავარაუდო თარიღად კი კვლავ 18 იანვარი დარჩა.