საქართველო ბელარუსისგან რამდენიმემილიონიან ინვესტიციას ელოდება. ამაზე ცოტა ხნის წინ ბიზნესფორუმზე ისაუბრეს, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა.
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში ბიზნესის პოტენციალი ბიზნესმენებს გააცნო. ფორუმში 30-მდე ბელარუსი ბიზნესმენი მონაწილეობდა.
„საქართველოში ყველასთვის სასურველი საინვესტიციო გარემოა, ბიზნესისთვის, ინოვაციებისა და იდეებისთვის, ბიზნესგარემო გამჭვირვალეა, განბაჟების მარტივი სისტემა არსებობს, სისტემა არაკორუმპირებული და მეგობრულია. საქართველოში არის სტაბილური საბანკო სექტორი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.