ეგვიპტის პრეზიდენტის აბდელ ფატაჰ ალ-სისის განცხადებით, კაიროში კოპტურ ტაძარზე თავადასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა - 22 წლის შაფიკ მაჰმუდ მუჰამედ მუსტაფამ განახორციელა.
ეგვიპტის პრეზიდენტმა დაღუპულთა დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ თავდასხმასთან დაკავშირებით ოთხი მამაკაცი და ერთი ქალია დაკავებული, კიდევ ორ პირს კი ამ დრომდე ეძებენ.
ქრისტიანი კოპტების ტაძართან აფეთქება 11 დეკემბერს მოხდა. შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, 70 კი დაშავდა.
მომხდართან დაკავშირებით ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.