logo_geo
eng_logo
აბდელ ფატაჰ ალ-სისი: კოპტურ ტაძარზე თავადასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა
- +

13 დეკემბერი. 2016. 13:17


 


ეგვიპტის პრეზიდენტის აბდელ ფატაჰ ალ-სისი განცხადებით, კაიროში კოპტურ ტაძარზე თავადასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა - 22 წლის შაფიკ მაჰმუდ მუჰამედ მუსტაფამ განახორციელა.


ეგვიპტის პრეზიდენტმა დაღუპულთა დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ თავდასხმასთან დაკავშირებით ოთხი მამაკაცი და ერთი ქალია დაკავებული, კიდევ ორ პირს კი ამ დრომდე ეძებენ.


ქრისტიანი კოპტების ტაძართან აფეთქება 11 დეკემბერს მოხდა. შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, 70 კი დაშავდა.

მომხდართან დაკავშირებით ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner