აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა ისრაელის საჰაერო ძალების ნევატიმის ავიაბაზაზე ისრაელისთვის მეხუთე თაობის F-35-ის ტიპის გამანადგურებელის გადაცემის საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არ არსებობს ისრაელსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის უკეთესი სიმბოლო, ვიდრე F-35.
„ის ბევრი საფრთხე, რომლის წინაშე ისრაელი სხვადასხვა მხრიდან ყოველდღიურად დგას, მიზეზია იმისა, თუ რატომ აქვთ აშშ-სა და ისარაელს ასეთი მჭიდრო კავშირები. აშშ გააგრძელებს ისრაელის უზრუნველყოფას ყველაზე თანამედროვე სამხედრო შესაძლებლობებით, მათ შორის, უფრო მეტი F-35-ებით, რაც გააძლიერებს ისრაელის სამხედრო შესაძლებლობების ხარისხს. რეგიონში არეულობის გათვალისწინებით, აშშ უფრო თავდადებულია, ვიდრე ოდესმე, ისრაელის უსაფრთხოების საკითხისადმი და აშშ-ის დაპირება - დაიცვას ისრაელი ურყევი რჩება.
ისრაელი რეგიონში ერთადერთი მეგობარია, ვინც F-35 მიიღო, რაც ამერიკისა და ისრაელის საჰაერო ძალებს დაეხმარება უფრო მჭიდრო და ეფექტურ ურთიერთქმედებაში.
ერთად ჩვენ ვიბატონებთ ცაში", - განაცხადა ეშტონ კარტერმა.