აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური და NATO-ს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების (SHAPE) უმაღლესი მთავარსარდალი, გენერალი ფილიპ ბრიდლავი საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბრიუსელის ტერაქტს გამოეხმაურა.
„პირველ რიგში მინდა, შევუერთდე იმ მრავალრიცხოვან ადამიანს, რომლებმაც დაგმეს ეს შეტევები. ეს იყო წარმოუდგენელი რამ, რაც მხოლოდ დაგმობას საჭიროებს, ვინაიდან უდანაშაულო, სამოქალაქო პირები დაზარალდნენ. დაზარალებულთა შორის, სამწუხაროდ, იყვნენ ჩვენი სამხედროების ოჯახის წევრებიც.
ჩვენ ვლოცულობთ მათთვის, ვინც დაზარალდა და ვლოცულობთ მათი სულებისთვის, ვინც დაიღუპა გუშინდელი ტრაგედიის დროს.
უნდა მოხდეს შეკავება ტერორისტების და უცხოელი მებრძოლების დაბრუნება ჩვენს ქვეყნებში. ამ მხრივ სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა არის უპირველესი მნიშვნელობის.
სახელმწიფოთა იმ ჯგუფმა, ვინც არ იღებს ტერორიზმს და წინააღმდეგია ამის, უნდა გააერთიანოს ძალისხმევა იმისთვის, რომ ძირში მოხდეს ტერორიზმის საფრთხის ამოძირკვა.
პირველ რიგში უნდა მოხდეს რეაგირება იმ ადამიანების საჭიროებებზე, რომლებიც დღეს ტერორისტების სამიზნეები ხდებიან. მეორე არის ის, რომ ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი სამხედრო შესაძლებლობები და ტერორიზმს დაუნდობლად დავუპირისპირდეთ", -განაცხადა ფილიპ ბრდილავმა.